პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: ვიმედოვნებ, საქართველო-ამერიკის გაღრმავებული ურთიერთობები უფრო კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებში გამოიხატება

24.05.18 19:45


პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა, რომ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიის და ეკონომიკის განვითარებას.

ვიცე-სპიკერი იმედოვნებს, რომ საქართველო-ამერიკის გაღრმავებული ურთიერთობები უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებში გამოიხატება.

„ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა რამდენიმე სხვადასხვა კომპონენტშიც გამოიხატება, როგორიცაა დემოკრატიის განვითარება, ასევე, ეკონომიკური გაძლიერება და ეკონომიკური თანამშრომლობა, რაც სულ უფრო აქტუალური და მნიშვნელოვანი ხდება.

იზრდება პირდაპირი ამერიკული ინვესტიციები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ვიზიტის დაფიქსირებული გზავნილები და ასევე, მაღალი რანგის შეხვედრები, ჩვენ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ამერიკა, როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, კიდევ უფრო გააქტიურდება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს განვითარებას როგორც უსაფრთხოების, ასევე, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. მინდა დავაფიქსირო პარლამენტის პოზიცია ამ ვიზიტთან დაკავშირებით – სიხარულით აღვნიშნავთ, რომ ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასთან სულ უფრო ღრმავდება, სხვა საფეხურზე გადადის და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში ეს კიდევ უფრო გამოიხატება კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებში“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები