პოლიტიკა

რომეო მიქაუტაძემ ენერგოეფექტურობის მსოფლიო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

24.05.18 21:20


21-23 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „ალიანსი ენერგოდაზოგვისთვის“ (Alliance to Save Energy) და „კოპენჰაგენის ენერგოეფექტურობის ცენტრის“ (Copenhagen Centre on Energy Efficiency) მიერ ორგანიზებულ ენერგოეფექტურობის მსოფლიო ფორუმში (EE Global 2018) მიიღო მონაწილეობა. ფორუმი დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სკანდინავიური სუფთა ენერგიის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მოხსენება გააკეთა UN Environment-ის, UN DESA-სა და UNEP-DTU Partnership - ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ეხებოდა მდგრადი განვითარების მეშვიდე მიზნის (SDG7) როლს მდგრადი მომავლის ტრანსფორმაციულ გზებში.

ფორუმის დროს განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგიის გამოყენება და მდგრადი განვითარება.

წლევანდელ ფორუმში დაახლოებით 30 ქვეყნის 400-ზე მეტი გადაწყვეტილების მიმღები პირი (decision-maker) მონაწილეობდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები