საზოგადოება

დღეიდან ქართულად ლიტვას ლიეტუვა ეწოდება

25.05.18 14:45


დღეიდან, ქართულ ენაში ლიტვის ავთენტური დასახელება – ლიეტუვა (Lietuva) დამკვიდრდა.

ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია გაცემული იქნა სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ, ექსპერტთა კომისიის 11 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საპასუხო მეგობრულ ჟესტს მიმდინარე წლის 3 მაისს, ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის მიერ, ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრებაზე, რაც გახლდათ ლიტვის მხარის მორიგი მეგობრული ნაბიჯი საქართველოსადმი.

როგორც ლიტვის ასევე საქართველოს გადაწყვეტილებები უაღრესად სიმბოლურია, ვინაიდან წელს ლიტვამ სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი იზეიმა, ხოლო საქართველო სწორედ მაისის თვეში აღნიშნავს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავს.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები