პოლიტიკა
25.05.18 15:45
პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
24 მაისს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
პრაღის შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები. ითქვა, რომ ამ სფეროებში აღინიშნება დადებითი დინამიკა.
რუსულმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია შვეიცარულ კომპანია SGS-თან მიმდინარე წლის 18 მაისს კონტრაქტის გაფორმების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" შეთანხმების შესაბამისად.
ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიურ კონტრაქტს ქართულმა მხარემ ხელი მოაწერა ჯერ კიდევ 2017 წლის ბოლოს და გამოთქვა იმედი, რომ რუსული მხარე კეთილსინდისიერად, თემის პოლიტიზების გარეშე მიუდგება საკუთარი ვალდებულებების შესრულებას.
აღინიშნა, რომ შვეიცარიის მხარის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის წლების განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციების შედეგად, მიღწეულ იქნა შეთანხმება მოსკოვში მდებარე ყოფილი საქართველოს საელჩოს შენობის (ამჟამად საქართველოს ინტერესების სექცია) საქართველოს საკუთრებაში გადმოცემის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი არ ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დაისაჯონ დამნაშავეები და ამ თვალსაზრისით არავის უნდა ჰქონდეს ქართული მხარისგან რაიმე კომპრომისის ილუზია.
ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის ერთადერთ ფორმატს კონფლიქტთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
პრაღაში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს
10:0018.04.24
-
18:0017.04.24
-
ირაკლი კობახიძე - კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას
17:3117.04.24
-
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდა
16:4617.04.24
-
16:0017.04.24
-
გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
15:2917.04.24
-
მამუკა მდინარაძე - ევროპა არის გამჭვირვალობა, დემოკრატია და განვითარება
14:5117.04.24
-
კახა კალაძე - ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე
14:0017.04.24
-
40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ტენდერი დასრულებულია
13:1517.04.24
-
12:4117.04.24
-
12:4117.04.24
-
11:4917.04.24