პოლიტიკა

ილჰამ ალიევმა საქართველოს 11 მოქალაქე შეიწყალა

25.05.18 16:00


აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით 634 პატიმარი შეიწყალა.

შეწყალებულთა შორისაა საქართველოს 11 მოქალაქე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეწყალების შესახებ განკარგულებას გუშინ მოაწერა ხელი, ხოლო მისი აღსრულება დღეს დაიწყო.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავი 28 მაისს აღინიშნება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები