პოლიტიკა

"პატრიოტთა ალიანსი" "რუსთავი2"-ს ბოიკოტს უცხადებს

25.05.18 20:00


"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ს ბოიკოტს უცხადებს. ირმა ინაშვილის თქმით, პარტია სრულად იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" სრულად ეთანხმება 2018 წლის 24 მაისს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას. ჩვენ ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას.

ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან- მოურავი ამჟამად ათონზე იმყოფება. ჰქონდა შეხვედრა ვატოპედის მონასტრის წინამძღოლთან მამა ეფრემთან. ამ მოკლე პოსტს სწორედ ბატონ დავითთან შეთანხმებით ვავრცელებ. ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი რწმენის, ჩვენი ეკლესიისა და ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად.

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" არც ერთი წევრი ინტერვიუს არ მისცემს რუსთავი-2-ს. გაცილებით ვრცელ კომენტარს მოგვიანებით გაგიზიარებთ,"- წერს ირმა ინაშვილი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები