საზოგადოება

32 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა – სასწრაფოს ექიმებმა პაციენტის გადარჩენა შეძლეს

25.05.18 21:00


თბილისის სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრმა ელექტროტრამვის შედეგად დაზარალებული 32 წლის მამაკაცი გადაარჩინა.

„ყველაფერი კი 112-დან შესული შეტყობინებით დაიწყო – მორიგი გამოძახებიდან მობრუნებულ 0413 ბრიგადას 16 სთ-სა 57 წუთზე ოპერატორმა ახალი მისამართი გადასცა, გამოძახების მიზეზი კი ელექტროტრავმა იყო.

ადგილზე ექვს წუთში მისულ ბრიგადას ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

როგორც ექიმები იხსენებენ, პაციენტი არ სუნთქავდა და მაჯისცემა არ ესინჯებოდა.

თვითმხილველებმა კი ექიმებს განუცხადეს, რომ ახალგაზრდა ბიჭი ელექტროსადენის გამოცვლას ცდილობდა, რა დროსაც დაშავდა და გონება დაკარგა. დაუყოვნებლივ დაწყებული სარეანიმაციო ღონისძიებების შედეგად გულის სინუსური რიტმი აღდგა და პაციენტის მდგომარეობაც დასტაბილურდა“,- აცხადებენ სასწრაფოში.

ბრიგადამ პაციენტი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. 32 წლის მამაკაცი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. აღნიშნულ ბრიგადაში შედიან: 0413 – ეფროსი ექიმი ნინო ჯალაბაძე, უმცროსი ექიმი თამარ რუხაძე, მძღოლი ჯიმშერ ამირანაშვილი.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები