პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა: „ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია”

25.05.18 21:30


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ უორდროპის სტრატეგიული დიალოგისფარგლებში, შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ისაუბრესსაქართველოში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებზე, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერწარმატებულადაა აღიარებული.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, რაც ეკონომიკურიგანვითარების გარანტიაა.

„ჩვენ ვხედავთ თქვენს პროგრესს და ვაფასებთ თქვენს მისწრაფებებს. მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულმთლიანობას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას “- განაცხადა საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონათან ჯანოგლიმ.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები