საზოგადოება

ზუგდიდში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

29.05.18 17:30


შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში 51 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე თვეს ზუგდიდში ერთ-ერთი მაღაზიიდან მოიპარა ნივთები, რამდენიმე დღის შემდეგ კი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც სამკაულები და საყოფაცხოვრებო ნივთები წაიღო.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ტელევიზორი, ლეპტოპი, ბურღი და სხვადასხვა სახის ნივთები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით („ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობა") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები