საზოგადოება

სტეფანწმინდაში ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი იხსნება

29.05.18 18:45


დაბა სტეფანწმინდაში დღეს, 12:00 საათზე ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციის შენობა გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცენტრსა და ადმინისტრაციის შენობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გახსნის. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

უწყების ინფორმაციით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა გერმანიის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით განხორციელდა, პროექტის ეფექტური რეალიზება კი საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები