საზოგადოება

ბორჯომისა და ბაკურიანის სასტუმროს ნომრების ნახევარზე მეტი დაჯავშნილია

29.05.18 19:15


ბორჯომსა და ბაკურიანში მდებარე სასტუმროების ნომრების 50%-ზე მეტი საზაფხულო სეზონისთვის უკვე დაჯავშნილია, იუწყება გაზეთი „ახალი თაობა“.

ბაკურიანის სასტუმროების მენეჯერების თქმით, ყველაზე ხშირად ნომრებს უცხოელები ჯავშნიან, თუმცა ზაფხულის სეზონის პერიოდში ისინი აქტიურობას საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც ელოდებიან.

სამცხე-ჯავახეთში დასვენების მსურველთაგან ყველაზე მეტია ისრაელის მოქალაქე. მათ მოსდევენ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები, აღნიშნეს რეგიონის სასტუმროებში.

შემდეგ მოდის იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეები. აქტიურობენ კორეისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები.

უცხოელები ნომრებს ზაფხულის სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯავშნიან. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, სასტუმროს მენეჯერის თქმით, ყოველ წელს ივლის-აგვისტოში დამსვენებელთა 90% საქართველოს მოქალაქეები არიან.

რაც შეეხება ბორჯომის სასტუმროებს, აქ ივნისში ნომრების 75% დაჯავშნეს, ივლისში — 45%, აგვისტოში — 40%. აქ აქტიურობენ ყაზახეთის, რუსეთის, უკრაინის, გერმანიის, ჩინეთის, ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის მოქალაქეები.

გარდა ამისა, წელს ყველაზე აქტიურები ემიგრანტი ქართველები აღმოჩნდნენ, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. სასტუმროების მენეჯერების თქმით, ისინი ნომრებს რუსეთიდან საქართველოში მცხოვრები ნათესავებისთვის ჯავშნიან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები