საზოგადოება

მერია: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის ზრდა არ განიხილება

29.05.18 19:45


თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეტროსა და ავტობუსით მგზავრობის ტარიფი იზრდება სიართლეს არ შეესაბამება. მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება.

დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის საფასური 80 თეთრამდე გაიზარდოს, ცვლილებას მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებას უკავშირებენ.

მერიაში აცხადებენ, რომ დედაქალაქში ავტობუსითა და მეტროთი მგზავრობის ტარიფი არ იცვლება და კვლავ 50 თეთრი ეღირება. მიკროავტობუსების უმეტესობით მგზავრობა კი 80 თეთრი ღირს.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები