საზოგადოება

რაბათის კომპლექსი სამუშაო საათებს ზრდის

30.05.18 19:00


შუა საუკუნეების რაბათის ციხე-სიმაგრე ახალციხეში 1 ივნისიდან სამუშაო საათებს ზრდის — კომპლექსი 19:00 საათის ნაცვლად 20:00 საათზე დაიკეტება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამუშაო საათების გაზრდის მიზეზი კომპლექსის დამთვალიერებლების რაოდენობის ზრდაა.

„აქამდე ციხის ზედა ტერიტორიაზე მუშაობა დილის 09:00 საათზე იწყებოდა და 19:00 საათზე სრულდებოდა, სამუშაო საათები შეცვლილი განრიგის შემდეგ 20 საათზე დასრულდება", — ნათქვამია განცხადებაში.

შვიდ ჰექტარ ფართობზე განლაგებული ციხე-სიმაგრე წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში.

ის ორ – ზედა (ისტორიულ) და ქვედა (თანამედროვე) ნაწილად იყოფა. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მუზეუმი, მეჩეთი და მედრესე (მუსლიმური სასწავლო დაწესებულება), მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები. თანამედროვე ნაწილში კი ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები