საზოგადოება

გიო ხუციშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

30.05.18 20:20


პოპულარულ ქართველ მომღერალ გიორგი ხუციშვილს თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) წინ ვარსკვლავი გაუხსნეს, აღნიშნულია საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა მმართველი პარტიის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მომღერალს მხარი მთელი საღამოს განმავლობაში დაუჭირა.

ვარსკვლავის გახსნამდე გაიმართა ხუციშვილის შემოქმედებითი საღამო, რომელზეც გამოვიდნენ დავით ევგენიძე, ლელა წურწუმია, ეკა კახიანი, ლიზა ბაგრატიონი, თამარ ჭოხონელიძე, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი.

კონცერტის განმავლობაში მსმენელს შეეძლო აუდიო-ფილმის მოსმენა, რომელშიც მომღერალი თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საუბრობს.

გიორგი ხუციშვილმა მსმენელს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვარსკვლავი თავისი თაობის ყველა შემსრულებელს ეკუთვნის.

გიო ხუციშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმრერის პოპულარიზებაში.

განსაკუთრებით შეიყვარა ხალხმა მის მიერ შესრულებული კომპოზიციები „აყვავდება როცა ნუში" (ნატო გელაშვილთან ერთად), „ნეტავ მართლა გყვარებოდი", „მზე ჩადის და მზე ამოდის" და სხვა.

ქართული სიმღერის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ხუციშვილი გასულ წელს საკრებულომ დააჯილდოვა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები