საზოგადოება

ევრონიუსი ბათუმის შესახებ კიდევ ერთ საინტერესო ვიდეობლოგს აქვეყნებს

30.05.18 21:45


“24 საათი ბათუმში” – ასე ჰქვია ვიდეობლოგს ევრონიუსზე, რომლის წამყვანიც მაყურებელს აცნობს თუ რისი გაკეთება შეიძლება ბათუმში 24 საათის განმავლობაში. გადაცემის ობიექტივში მოხვდა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, ქართველი დიზაინერები, თანამედროვე და ქალაქში პოპულარული კაფე-ბარები, ასევე აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელა და ქართული ღვინო.

„ბათუმის შესახებ მომზადებული ვიდეობლოგი გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც პირველად სტუმრობენ ამ თუ იმ ტურისტულ ქალაქს, ეძებენ ახალ ემოციებს, თავგადასავლებსა და გამოცდილებას. ბათუმი კი ამ შემთხვევაში ისეთი ქალაქების გვერდით მოხვდა, როგორებიცაა ლისაბონი, ბერლინი და ათენი. წელს, ძალიან აქტიური რეკლამას გვაქვს ევრონიუსის ეთერით, რაც როგორც გადაცემებს, სიუჟეტებსა და ბლოგებს, ასევე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლების გაშვებას ითვალისწინებს. გარდა ბათუმისვიდეობლოგისა ევრონიუსის მაყურებელმა აჭარის შესახებ მომზადებული 4 გადაცემა და რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლები ნახა მაისის განმავლობაში, შესაბამისად ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში გაეცნენ. შემოდგომაზე კი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი აჭარას კიდევ ერთხელ, უკვე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად ესტუმრება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ხახუბიამ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონისრეკლამირებასა და პოპულარიზაციას 16 სამიზნექვეყანაში ანხორციელებს, რაც ძირითადად გარე,სატელევიზიო და ონლაინ რეკლამებსითვალისწინებს. ევრონიუსის გარდა აჭარის შესახებგადაცემებსა და სიუჟეტებს დოიჩე ველე და სამიზნექვეყნების ადგილობრივი ტელევიზიები ამზადებენ.

ბათუმის შესახებ მომზადებული ვიდეობლოგის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე – https://www.youtube.com/watch?v=e4xBOqw-OQ8.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები