საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს

31.05.18 15:30


შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. შს სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება 17:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლისის ტბის ტერიტორიაზე სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეცტექნიკას და აღჭურვილობას წარმოადგენს.

ღონისძიება კონცერტით დასრულდება.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები