საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი ისრაელის განათლების მინისტრს ნაფტალი ბენეტს შეხვდა

31.05.18 17:15


ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ისრაელის განათლების მინისტრს ნაფტალი ბენეტს შეხვდა.

მიხეილ ჩხენკელმა კოლეგას საქართველოში დაწყებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მათ შორის, ისაუბრეს სისტემაში ახალგაზრდა მასწავლებლების შეყვანის სტრატეგიაზე.

ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ სასკოლო განათლების სისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც არაფორმალური განათლების კუთხით აქტიურად არიან ჩართული მოზარდების სასკოლო ცხოვრებაში.

მინისტრებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების კუთხით მჭიდრო თანამშრომლობაზეც და ამ თვალსაზრისით ბარ-ილანის უნივერსიტეტთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე, რომელიც ორივე ქვეყნის მეცნიერებსა და მკვლევრებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

მინისტრმა მას ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 70 წლის იუბილე მიულოცა და მათ განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

ნაფტალი ბენეტმა ხაზი გაუსვა საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და აღნიშნა, რომ განათლების ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავება უმნიშვნელოვანესია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თვალსაზრისით.

მიხეილ ჩხენკელმა კოლეგას საქართველოს გეგმა გააცნო, რომლის თანახმად, ქართულ-ებრაული მეგობრობა წარდგენილი იქნება UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში. ეს ფაქტი კი კაცობრიობის ისტორიაში უნიკალური პრეცედენტია, როდესაც ერთა შორის მეგობრობას მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები