საზოგადოება

არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან

31.05.18 19:00


ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რათა საზოგადოებაში და ზაზა სარალიძეთან არ იყოს კითხვები, რომ პროკურატუერამ რაღაც არ გააკეთა, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში ჩავრთოთ საერთაშორისო უცხოელი პროკურორები“,-აღნიშნა ირაკლი შოთაძემ და აქვე დასძინა, რომპროკურატურამ ყველა საპროცესო მოქმედება გამჭვირვალედ ჩაატარა:

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონ ზაზა სარალიძეს კითხვის ნიშნები აქვს გამოძიებასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველა საპროცესო მოქმედება გამოძიების დაყწებიდან მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩავატეარეთ, ჩვენს პროკურორებს ჰქონდათ მაქისმალური კომუნიკაცია დაზარალებულებთან, ჩვენ ვცდილობდით აგვეხსნა დაზარლებულებისათვის, თუ რას ვაკეთებდით, რაც ხშირ შემთხვევაში რთულია, რადგან ეს არის სამართლებრივი პროცესი და გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებიდან ერთი გაამართლა, მეორე კი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები