პოლიტიკა

„აუცილებელია, ვნახოთ როგორ დაასაბუთა მოსამართლემ საზოგადოებისთვის და პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება“ - თეა წულუკიანი

31.05.18 19:45


მოზარდების მკვლელეობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმაურება:

„ჩვენ დღეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მოვისმინეთ. პროკურატურა ამბობს და მათ მეც ვეთანხმები, რომ აუცილებელია, ყველამ ერთად ვნახოთ, როგორ დაასაბუთა მოსამართლემ ეს ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის და მეორეს მხრივ, პროკურატურისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება. თუმცა, მოსამართლე დამოუკიდებელია. მან იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მან როგორც მიუკერძოებელმა არბიტრმა, მოსამართლემ საჭიროდ ჩათვალა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილის მკვლელეობის ეპიზოდში დამნაშავედ სცნეს, დავით სარალიძის ეპიზოდში გაამართლეს, მეორე კი დადუნაშვილის ეპიზოდში გაამართლეს და სარალიძის ეპიზოდში ბრალდებულად სცნეს, თუმცა მუხლი გადაკვალიფიცირდა და მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები