საზოგადოება

პორტუგალიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

31.05.18 20:30


საქართველოს დამოუკიდებლობისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლისაბონში საზეიმო მიღება გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ. ელჩმა ყურადღება გაამახვილა პორტუგალიასთან ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების თაობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ლისაბონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო ცენტრების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და ვიდეო-რგოლის ჩვენება.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები