პოლიტიკა

„ნათელია რომ უდიდესი გამოწვევაა დღეს ხელისუფლეისთვის“

31.05.18 20:45


პარლამენტის წევრის სალომე ზურაბიშვილის თქმით, პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე გაწელა და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღრმავა. ამის შესახებ დეპუტატმა „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

„არ მაქვს დეტალური შიდა ინფორმაცია! მაგრამ ჩემთის პოლიტიკური სურათი ნათელია: პროკურატურამ ჯერგ გაწელა საქმე და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა.

დღევანდელ სასამართლო განაჩენმა კი დააგირგვინა ეს „ინსტიტუციური კრახი“.

ამას რომ იყენებს ოპოზიცია რომ გასული თვის წარუმარტებელი საზოგადოებრივი არეულობა გამართოს ბუნებრივია.

ნათელია რომ უდიდესი გამოწვევაა დღეს ხელისუფლეისთვის. მის მიერ ჩატოვებული პროკურატურაში და სასამართლოში წინა რეჟიმის ხელქვეითები ამოქმედნენ. საზოგადოების უნდობლობა მათი გამოწვეულიცაა და დღეს უკვე პროვოცირებული.

ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას: უნდა გადაყენებულ იყვნენ მთავარი და საქმის წრმოებეი პროკურატორები, ყველა ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა.

მთავარი დღეს არის ერთი: ხელისუფლებამ დახევის დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსურ თავდაცვითი პოზიციის მაგივრად აიღოს მართვის ბერკეტები ხელში!

დროა გაიწმინდოს პროკურატურა! ეს დრო დიდიხაია დადგა!“ – წერს ზურაბიშვილი.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები