მსოფლიო

ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან

31.05.18 21:40


აზერბაიჯანულ მხარეს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ჭრილში სუბსტანციური მოლაპარაკება გამართოს.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ჰიკმეთ გაჯიევმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

გაჯიევის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის სამხედრო ძალების გაყვანა, ასევე იძულებით გაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს.

„თუ მივიღებთ შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებულ წინადადებას, ამას მედიის მეშვეობით გაგაგებინებთ“,-განაცხადა გაჯიევმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა 30 მაისს განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მოლაპარაკება მთიანი-ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით შესაძლოა, უახლოეს დროში შედგეს.

„მოდით არ ვიჩქაროთ. თქვენ იცით, რომ იმ რამდენიმე მაღალჩინოსანთან გავმართე სატელეფონო მოლაპარაკება ვინც მოლაპრაკებათა პროცესში მონაწილეობს. პირდაპირი კონტაქტები იქნება. არ ვსაუბრობ თვეებზე, ვსაუბრობ კვირებზე“,-განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია „არმენია“-ს ეთერში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები