პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე - ირაკლი შოთაძის გადადგომა და საგამოძიებო კომისიის შექმნა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სულ სხვა სტანდარტია

01.06.18 14:15


პარალამენტის თავჯმდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, ისევე, როგორც საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება, ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული სრულიად სხვა სტანდარტია, რომლითაც ის წინა ხელისუფლებისგან განსხვავდება.

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ჩართვისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ამ სტანდარტის მიხედვით ხელისუფლება არა მხოლოდ მაშინ მოქმედებს, როცა კონკრეტული ფაქტები არსებობს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის, არამედ მაშინაც კი, როცა ჩნდება ეჭვი დაზარალებულისა თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი შოთაძეს „ღირსეული გადაწყვეტილების მიღების გამო“ მადლობას უხდის.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ მთავარმა პროკურორმა მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ დღევანდელი ხელისუფლება სრულიად სხვა სტანდარტებით მოქმედებს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის უსამართლობა, არასწორი ქმედებები, რომელიც იყო დამახასიათებელი ნიშანი 2012 წლამდე ხელისუფლების თითოეული მოქმედების. დღეს ჩვენ ვმოქმედებთ სრულიად სხვა სტანდარტით არამარტო იმ შემთხვევაში როდესაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, გარემოებები, რომლებიც ადასტურებს არასწორი ქმედების ჩადენას, გადაცდომას, დანაშაულს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, არამედ მაშინაც კი როდესაც ჩნდება გარკვეული ეჭვი დაზარალებულის თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან. ეს აჩვენა ამ ორმა გადაწყვეტილებამ. ჩვენთვის მთავარია, რომ ამ საქმეს თავიდან ბოლომდე მოეფინოს სინათლე.

საბოლოოდ გაირკვეს თუ რა მოხდა, ვინ არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეში. დღეს ჩვენ ვიხილეთ სასამართლოს გადაწყვეტილება რომელმაც გააჩინა ძალიან ბევრი კითხვა ამ საქმეზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები