პოლიტიკა

"დღეს ჩემი გადადგომის სიტუაცია არ არის" - პრემიერი

01.06.18 14:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებაზე ისაუბრა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იგი თანამდებობიდან მაშინ გადადგება, როცა დაინახავს, რომ ეს ქვეყანას წაადგება, „დღეს კი ეს სიტუაცია არ არის“:

„მე ჩემი თანამდებობა არც ერთი ადამიანის უბედურებად არ მიღირს, როგორც კი დავრწმუნდები რომ ჩემს მიერ ჩემი თანამდებობის დატოვება წაადგება ქვეყანას, არც ერთი წამით ამ ნაბიჯის გადადგმაზე არ დავფიქრდები, დღეს ეს სიტუაცია არ არის. ჩემთვის მთავარია ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები