საზოგადოება

წერეთლის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს

01.06.18 14:45


წერეთლის გამზირზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.

როგორც "პირველს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა მუხლის, 19-109-ე მესამე ნაწილის, "ა" ქვეპუნქტით არის აღძრული, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შემთხვევა 31 მაისს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქმარმა საკუთარ ცოლს და მის მეგობარ კაცს ესროლა.

კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ქალი კი, მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები