პოლიტიკა

"სირიის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება, საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს" - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

01.06.18 15:45


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას, საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად აფასებს. ამასთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, გიგი წერეთელის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გავრცელდა.

„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ვგმობ სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.

სირიის მხრიდან აღნიშნული ქმედება სრულ წინააღმდეგობაშია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საყოველთაოდ მიღებულ რეზოლუციებთან და დეკლარაციებთან“, - აღნიშნულია გიგი წერეთლის ოფიციალურ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციაში და ვილნიუსის, სტამბულის და თბილისის დეკლარაციებში, საქართველოს სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მისი ტერიტორიული მთლიანობა, ცალსახად არის მხარდაჭერილი. საერთაშორისო რეზოლუციებით ასევე მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციას მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღება, აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და დევნილი მოსახლეობის საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები