საზოგადოება
01.06.18 16:00
არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ 500 ობიექტი შეამოწმა და დაადგინა, რომ ამ ობიექტების 8%-ში სიგარეტის მოწევის აკრძალვას არ იცავენ.
თამბაქოს მოხმარების აკრძალვა თეატრსა და კინოს შეეხო — მოწინააღმდეგეთა თვალსაზრისი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, რომ დარღვევები დაფიქსირდა არამარტო რესტორნებსა და კაფე-ბარებში, არამედ ადმინისტრაციულ შენობებსა და თეატრებში. საქართველოში საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვა 1 მაისს ამოქმედდა.
„აღმოჩნდა, რომ ამ ობიექტებიდან 92% იცავს კანონის მოთხოვნებს. 8%- ში დარღვევები დაფიქსირდა. შესაბამისი ოფიციალური მიმართვები ჩვენ უკვე გავაკეთეთ და ხელმეორე მონიტორინგის დროს, თუ მსგავსი ფაქტები დაფიქსირდება, იძულებული ვიქნებით კანონით განსაზღვრული ზომები მივიღოთ ანუ შესაბამისი უფლებამოსილი პირები გამოვიძახოთ”, — განაცხადა გიორგი ბახტურიძემ ღონისძიებაზე „მსოფლიო თამბაქოს გარეშე”.
ღონისძიება გაიმართა „მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე” ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება.
„თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტისა და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, მსოფლიოში და საქართველოშიც, ნომერი პირველი მკვლელი არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები“, — განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების 31% მოდის სწორედ გულის სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე და საქართველოში მისი მაჩვენებელი ორმაგად დიდია — 69%.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და მაისის დასაწყისიდან ძალაში შევიდა, არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითად გადადგმული ნაბიჯი. თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში ამ კანონის აღსრულება, ჩემი აზრით, წარმატებულად მიდის.
საზოგადოება საბედნიეროდ, ძალიან სწორად მოეკიდა, სწორად გაიაზრა ეს ყველაფერი“, — განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ: თბილისში თაღლითები მოქმედებენ.
2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომლის თანახმად თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის) მოწევა სხვადასხვა დახურულ დაწესებულებებში იკრძალება, მათ შორის კაფეებში, ბარებსა და რესტორნებშიც. თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 91
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24