საზოგადოება

ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

01.06.18 16:20


პარლამენტთან, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა. გიორგი მარგველაშვილი მედიის გარეშე პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამას ხვდება.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება.

აქცია გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ პროკურატურასთან დაიწყო, მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ კი პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები