პოლიტიკა

პრეზიდენტის თქმით, საქართველო უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც ადამიანები სამართლიანობას პოულობენ

01.06.18 17:30


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და ხორავს ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის შეხედრა დასრულდა.

როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შედმეგ განუცხადა, საქართველო უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც ადამიანები პოულობენ სამართლიანობას.

"მთავარი სათქმელი იყო გაზიარება იმ ტკივილის რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო და ბევრს ადამიანს აქვს ეს განცდა.

ჩემი მიზანი არის ვეურთიერთო, როგორც ზაზას ასევე სხვა ადამაინებს ვისაც აქვს ეს გულისტკივილი. რომ მშვიდი წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველოფილი ქვეყანაში, სიმშვიდე იყოს.

ამისთვის ბუნებრივია ვეურთიერთები ხელისუფლებასაც და არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს ის იყოს მშვიდობიანი ქვეყანა. მე არ გავჩერდები ამ მიზნისთვის მუშაობაში",-აღნიშნა მარგველაშვილმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები