საზოგადოება

საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - უახლოესო დღეების პროგნოზი

01.06.18 18:00


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 – 2 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

3 - 4 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა 1 – 2 ივნისს დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 3 – 4 ივნისს 2 – 3 გრადუსით მოიმატებს.

ქ. თბილისში 1 – 2 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 3 – 4 ივნისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები