საზოგადოება

ჰონგ-კონგში, საერთაშორისო გამოფენაზე 13 ქართული კომპანია წარდგა

01.06.18 18:15


ჰონგ-კონგში საერთაშორისო გამოფენა “Vinexpo HK- 2018″ გაიმართა, რომელზეც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან წელს გამოფენაში მონაწილოებდნენ კომპანიები: „ჯიმშერი”, „ასკანელი ძმები”, „GWS”, „შატო მუხრანი”, „ბესინი”, „დუგლაძეების ღვინის კომპანია”, „მეღვინეობა ხარება”, „ზეარისი”, „თელიანი ველი”, „ჩიგოგიძე ვაინსი”, „თბილღვინო”, „შპს ქინძმარაული” და „კორპორაცია ქართული ღვინო”.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჰონგ-კონგის „Vinexpo HK” წელს მე-20-დ გაიმართა და ის ღვინის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენად ითვლება, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ბლოგერი, მწერალი, ჟურნალისტი და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდონ ექსპორტი და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები