პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვი თურქეთის პრეზიდენტმა TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია

01.06.18 20:30


საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სატელეფონო საუბრისას, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, გიორგი მარგველაშვილს რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე მიულოცა და საქართველოს პრეზიდენტი 12 ივნისს, ესქიშექირში ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის -TANAP-ის პროექტის გახსნის ცერემონიაზე მიიწვია.

პრეზიდენტებმა ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის -TANAP-ის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სწორედ TANAP-ის საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი, რაც ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად, მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები