პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

01.06.18 21:40


2018 წლის 1 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის ბავშვის უფლებათა თავის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ ახსენებს სახელმწიფოს და საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობის, მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და საჭიროებას და რომ სახალხო დამცველის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო ბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობაა. „ვხედავთ პოზიტიურ ცვლილებებს, არასამთავრობო და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთობლივი მუშაობით მიღწეულ შედეგებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ სისტემური ხასიათის პრობლემები კვლავ გადაუჭრელია და უარყოფითად აისახება ბავშვთა კეთილდღეობაზე საქართველოში” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები