პოლიტიკა

ვახტანგ ყოლბაია ანა კაპელოს შეხვდა

01.06.18 22:00


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსს, ანა კაპელოს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მდგომარეობაზე. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვით გამოწვეულ ვითარებაზე და ბილინგვური სწავლების დანერგვის აუცილებლობაზე.

ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებისათვის. ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს განსაკუთრებულ როლს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში.

ცნობისთვის, შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები