პოლიტიკა

„რევანშის სურვილით დაბრმავებული ყოფილი პრეზიდენტი კი მძიმე დღეში ჩავარდნილ ოცნებას კვლავ მხსნელად ევლინება“

04.06.18 14:15


დავით უსუფაშვილის თქმით, დაუშვებელია ზაზა სარალიძეს დაეკისროს პასუხისმგებლობა მახინჯი სისტემის დემონტაჟის. მისივე თქმით, რევანშის სურვილით დაბრმავებული ყოფილი პრეზიდენტი მძიმე დღეში ჩავარდნილ „ოცნებას“ კვლავ მხსნელად ევლინება.

„ხალხი გაბრაზებულია, მაგრამ დაბრმავებული არაა! აი რევანშის სურვილით დაბრმავებული ყოფილი პრეზიდენტი კი მძიმე დღეში ჩავარდნილ ოცნებას კვლავ მხსნელად ევლინება…

ზაზა სარალიძე ითხოვს იმ სისტემის დასჯას, ვინც არ დასაჯა მისი შვილის მკვლელები და მისი პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია. მაგრამ გაუგებარი, შეუძლებელი და დაუშვებელია ზაზა სარალიძეს დავაკისროთ პასუხისმგებლობა როგორც მახინჯი სისტემის დემონტაჟის, ისე ჯანმრთელი სისტემის დამკვიდრების კონკრეტულ გზებზე, საშუალებებზე და პოლიტ-ტექნოლოგიებზე.

ამიტომ, ზოგადსახელმწიფოებრივი და საერთოეროვნული საკითხების გადაწყვეტა იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რა თქვა ზაზამ, რას ითხოვს ზაზა, რას დაეთანხმება ზაზა არის ზაზას ზურგს ამოფარებული უპასუხიმგებლობა, ან კიდევ უარესი – საკუთარი პარტიული დღის წესრიგის ზაზას მეშვეობით გახმოვანების მოკვარახჭინების მცდელობა“, – წერს დავით უსუფაშვილი.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები