პოლიტიკა
04.06.18 14:30
“ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური ლეგიტიმაციის იყოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს.
„როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში, გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება. ხვალიდანვე, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება.
კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში, გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. ასე რომ, ეს პროცესი წავიდა“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი შსს-ში დაწყებულ მოწმეთა გამოკითხვის პროცესსაც შეეხო.
„ორი დღის წინ, შსს-ს მინისტრთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, შევხვდით სახალხო დამცველს, რომელმაც მოგვაწოდა ის კითხვები, რომლებიც კონკრეტულად სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობის საკითხთან დაკავშირებით არსებობს და შსს-მ უკვე დაიწყო დაკითხვების პროცედურები, კონკრეტულად დანაშაულის შეუტყობინებლობისა და მოწმეებზე ზეწოლის მიმართულებით, ასე რომ, ეს პროცესიც წასულია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოზე მთავარი პროკურორობის კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა.
„როგორც მოგახსენეთ, ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს, საზოგადოების მაქსიმლუარი ჩართულობით, მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას.
როგორც შევპირდით საზოგადოებას, მაქსიმალურად ფართო იქნება ეს კონსულტაციები და ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც შერჩეული იქნება, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ.
რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც უკვე მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, პარლამენტს გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა, ამის შემდეგ დადგება პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი. რაც შეეხება ამ პროცესებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ისეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაში, არის პასუხის გაცემის ფორმატები, არის ის ფორმატები, რომელიც ახლა მოგახსენეთ და ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს ყველა კითხვას პასუხი და აუცილებლად გაეცემა.
რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად, რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ. ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად გაეცეს ყველა კითხვაზე პასუხი, მაგრამ ასევე, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ იყოს ქვეყანაში სტაბილურობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24