პოლიტიკა
04.06.18 17:10
„საქართველოში სასტუმროების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციებით, „საპარტნიორო ფონდს“ ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ საქართველოს თითოეული რეგიონის ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - ეს განცახდება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „Welcome to Georgia!“-ის ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით იმართება, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი დაესწრო.
დავით საგანელიძემ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა: „„საპარტნიორო ფონდი“ სერიოზულად მუშაობს ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყნის უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ეს მიმართულება არის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთერთი მთავარი საყრდენი.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს რეგიონის მოსახლეობა იღებს. ჩვენ ვცდილობთ, წამოვწიოთ საქართველოს მხარეებისა და ქალაქების უნიკალური კულტურულ-გეოგრაფიული მახასიათებლები და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ვზრუნავთ რეგიონების განვითარებაზე, მათ შორის, სამთო-საკურორტო და სპა-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო მასშტაბით. ფონდი, ასევე, აქტიურად იღებს მონაწილეობას ტურიზმის ინდუსტიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაში და ამ მიზნით, პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობს.“
კონფერენციის პირველ პანელში „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ მიიღო მონაწილეობა. დისკუსია ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის აქტუალურ საკითხებს შეეხება. გიორგი დანელიამ აქცენტები გააკეთა ტურიზმის სექტორში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტების, კერძო სექტორთან თანამშრომლობის, დარგში არსებული გამოწვევებისა და ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შესახებ.
კონფერენცია პროექტის თანადამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24