პოლიტიკა

რომან გოცირიძე - საგამოძიებო კომისია არის ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს

04.06.18 17:25


ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ აპირებს.

როგორც ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა, კომისიის შემადგენლობაში მათი ფრაქცია არ იქნება და ამ თემაზე არც ირაკლი კობახიძესთან დაგეგმილ კონსულტაციებში აპირებენ მონაწილეობას.

„ჩვენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს იქნება დროის სამთვიანი გაწელვა და ხელისუფლების ხრიკი, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი გადააგოროს. ჩვენ ამას ხელს არ შევუწყობთ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები