პოლიტიკა

კანადა სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს

04.06.18 20:20


კანადა სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გმობს.

ინფორმაცია „პირველს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის მიერ აღნიშნული ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს“.

„სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო წესრიგისთვის გამოწვევას წარმოადგენს და კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირების შანსებს ეჭვ ქვეშ აყენებს.

"კანადა საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-ნათქვამია განცხაედბაში.

კანადა მოუწოდებს რუსეთს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ყველა სახელმწიფომ გაეროს წესდების თანახმად საერთაშორისო ვალდებულებები უნდა შეასრულოს“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სირიის არაბთა რესპუბლიკის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გამო, საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.

სირიის არაბთა რესპუბლიკამ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ განაცხადა.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია განახორციელა, შემდეგ კი მათი ე.წ.დამოუკიდებლობა აღიარა.

მოსკოვის მსგავსად, აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ტუვალუმ და ვანუატუმ, თუმცა მან მოგვიანებით ე.წ. აღიარება უკან გაიწვია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები