საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: "ქართული" ტარანტულები ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ

05.07.16 19:30


საქართველოში გავრცელებული ტარანტულები ადამიანებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.

ვაზიანში, რომელიც თბილისიდან 25 კმ-ში მდებარეობს, ქართული სამხედრო ბაზაა განლაგებული, რომლის ახლოს ოფიცერთა ოჯახები და იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ. სწორედ აქ დააფიქსირეს ტარანტულები, რის შესახებაც ვაზიანის დასახლებაში მცხოვრებმა გიორგი ლილუაშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა.

ტარანტულების გამოჩენის შესახებ ინფორმაციას თბილისის სხვადასხვა რაიონის მოსახლეობაც ავრცელებს. მათი სიტყვებით, დიდი ობობები ლისის ტბის ტერიტორიაზე შენიშნეს.

„ეს ტარანტულები, უფრო სწორად დიდი ზომის ობობებია. მე ისინი ადრეც ვნახე. ეს ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში ამ სახეობის ობობები ცხოვრობენ და ეს სიახლე არ არის“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ზახაშვილის სიტყვებს.

რაც შეეხება გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი ქალაქში დიდი რაოდენობით გამოჩნდნენ, ზახაშვილის სიტყვებით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გარდა ამისა, ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ.

„დიახ, ისინი შხამიანები არიან, მაგრამ მათი შხამი პატარა მწერებზე მოქმედებს. ამ სახეობის ტარანტულას ნაკბენი ადამიანისთვის მტკივნეული იქნება, მაგრამ არა საშიში“, — ხაზგასმით აღნიშნა ზახაშვილმა.

მისი განმარტებით, ტარანტულები წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდნენ, ისინი ტარაკნებითა და მწერებით იკვებებიან და სარდაფებსა და მიწაში ცხოვრობენ.

„იმის თქმა, რომ ტარანტულების შემოსევაა, არ შეიძლება“, — დაასკვნა ზახაშვილმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 514


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები