პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სრულყოფილად იყოს გამოძიებული

05.06.18 14:30


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური პრემიერ-მინისტრთან დავით დადუნაშვილის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამას, ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა.

შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე ესწრებოდნენ.

პრემიერ-მინისტრმა დავით დადუნაშვილს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რათა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა სრულყოფილად იყოს გამოძიებული და დამნაშავეებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.

დადუნაშვილების ოჯახთან შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ისინი, სახალხო დამცველის მეშვეობით, საქმის მასალების გაცნობას შეძლებენ.

გიორგი კვირიკაშვილი ლევან დადუნაშვილის მამას ხვდება.

დავით დადუნაშვილის ადვოკატი - მივიღეთ პირობა, რომ უახლოეს პერიოდში მივიღებთ პასუხებს ყველა კითხვაზე, რომელიც ღიად იყო დარჩენილი.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი იყო გამოძიების მიმდინარეობასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე, თუმცა ვადებზე არაფერი თქმულა".

დავით დადუნაშვილი - გიორგი კვირიკაშვილი დაგვპირდა, რომ საქმე იქნება გამოძიებული და შესწავლილი.

პრემიერ-მინისტრი სარალიძეების ოჯახს, ადვოკატსა და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები