პოლიტიკა

დიმიტრი ქუმსიშვილმა მხედველობადაქვეთებული ადამიანებისთვის ინტერნეტით სარგებლობის გამარტივების მნიშვნელობაზე ისაუბრა

05.06.18 15:45


„საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს ინტერნეტის რიგითი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობის საკითხს, თუმცა კვლავ პრობლემატურია ინტერნეტით სარგებლობის უზრუნველყოფა მხედველობადაქვეითებული ადამიანებისთვის“ - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მხედველობის არმქონე და სუსტი მხედველობის მქონე დაახლოებით 25 000 ადამიანი ცხოვრობს, მათი კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობამ თბილისში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრი დააარსა. „საზოგადოების ამ ნაწილისთვის შეზღუდულია როგორც ინტერნეტით, ისე სპეციალიზებული ტექნიკით სარგებლობის შესაძლებლობა.

მოსახლეობისთვის მაქსიმალური კომუნიკაციის საშუალებების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წელს ჩვენ დავაარსეთ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ცენტრი, რომელიც თბილისში მცხოვრებ მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს ემსახურება. ამგვარად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მიეცათ ინტერნეტ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები