პოლიტიკა

ნუცუბიძის III მიკრორაიონში გზისა და სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

05.06.18 16:30


ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის III მიკრორაიონში, მე-14, მე-15, მე-16 კორპუსების მიმდებარედ, გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტის მიხედვით, ასფალტის ახალი საფარი 2500 მ2 ფართობის შიდა ტერიტორიაზე დაიგო. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 110 000 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, ამავე მიკრორაიონში, შალვა ნუცუბიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სკვერში შესაბამისი ინფრასტრუქტურა განახლდა, შეკეთდა საბავშვო ატრაქციონების კუთხე, დასასვენებელი სივრცე გამწვანდა, განათდა და შშმ პირთათვის ადაპტირდა.

ვაკის რაიონის გამგეობის ჯანსაღი ცვოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სკვერში ასევე, მოეწყო ფიტნეს ზონა, სადაც ათი სავარჯიშო ტრენაჟორი დამონტაჟდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები