პოლიტიკა
05.06.18 18:00
„მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში იუსტიციის მინისტრს აქვს გამოკვეთილი როლი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის მინისტრმა მზაობა დააფიქსირა, რომ გაიაროს ღია და საჯარო კონსულტაციები დაინტერესებულ პირებთან – არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
„პარლამენტის როლი გამოიკვეთება ამ პროცესში მას შემდგომ, რაც პარლამენტისთვის კანდიდატურა იქნება შემოთავაზებული. ჯერჯერობით, ჩვენ არ ვართ ამ პროცესში ჩართული.ჩავერთვებით მას შემდეგ, რაც დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი პირი. ჩვენი ყველას საერთო ინტერესია, როგორც არა ერთხელ გვითქვამს, მთავარი პროკურორი, რომლის მიმართაც საზოგადოების მაღალი ნდობა იქნება. ეს არის ჩვენთვის ამოსავალი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცედურა კანონით დეტალურად არის გაწერილი.
მან კონკრეტული პირების შეფასებისგან, რომლებიც უკვე დასახელდნენ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურებად, თავი შეიკავა.
„ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკისგან და ნებისმიერი პარტიისგან, დისტანცირებული იყოს მთავარი პროკურორი. ეს ერთ-ერთ მთავარ კრიტერიუმად მიმაჩნია.
მთავარი ამოსავალი საზოგადოების მაღალი ნდობაა“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა 31 მაისს დატოვა. მისი გადადგომა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
წყარო : /www.reportiori.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24