საზოგადოება

საოკუპაციო ხაზთან გატაცებული სასულიერო პირი ქართულ მხარეს გადმოსცეს

06.06.18 16:45


საოკუპაციო ხაზთან გატაცებული სასულიერო პირი ქართულ მხარეს გადმოსცეს. გორში დაბრუნებისას, დირბის წმინდა გიორგი სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა იოანე ოხანაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა და მომხდარს გაუგებრობა უწოდა. რაც შეეხება მეორე გატაცებულს, ის ამ დრომდე არ გაუთავისუფლებიათ.

სასულიერო პირი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი ე.წ. მესაზღვრეებმა გუშინ, სხვადასხვა ადგილზე დააკავეს. თავდაპირველად სოფელ ხურვალეთის მკვიდრის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი დირბის ეკლესიის წანამძღვრის მამა იოანეს დაკავების თაობაზე.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები