პოლიტიკა

მეორეული ფეხსაცმელები კანცელარიასთან – რისი თქმა სურთ აქციის ორგანიზატორებს?

06.06.18 17:00


დღეს, 6 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან პერფორმანსი მოეწყო. როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი რუხაიამ ნეტგაზეთს უთხრა, #ნუმომკლავ ორგანიზაციის წევრებმა კანცელარიის შენობასთან მეორეული ფეხსაცმელები დაალაგეს:

“ამ აქციით #ნუმომკლავ ორგანიზაციის წევრებმა შეახსენეს მთავრობას რომ 10 რიცხვამდე უნდა დაიკავონ ყველა დამნაშავე, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც საზოგადოებამ ეს ნახმარი ფეხსაცმელები გამოიცვალა, ისე გამოვიცვლით ამ მთავრობასაც” – უთხრა რუხაიამ “ნეტგაზეთს”.

ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებმა, მთავრობას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად და დამნაშავეების დასაკავებლად ვადა 10 ივნისამდე მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები