საზოგადოება

უკმაყოფილება მიწისქვეშეთიდან ზეცაში ინაცვლებს – Georgian Airways–ი აქციებს აანონსებს

06.06.18 17:45


ქვეყანაში ერთადერთი ეროვნული ავიაგადამზიდავი კომპანია Georgian Airways–ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ქართული ბაზრიდან თურქული კომპანია TAV Urban Georgia–ს გაყვანის მოთხოვნით კვირის ბოლოს საპროტესტო აქციას გეგმავს, ნათქვამია ავიაკომპანიის Facebook–გვერდზე.

ავიაკომპანია მოითხოვს, რომ თურქულმა კომპანია TAV Ubran Georgia–მ, რომელიც თბილისის აეროპორტს 2027 წლამდე მართავს, ქართული ბაზარი დატოვოს. Georgian Airways–ში აცხადებენ, რომ ბილეთებზე ფასების დაწევა არ შეუძლიათ იმის გამო, რომ TAV Urban–ს მხრიდან მომსახურება ძვირი ჯდება. ორ ავიაკომპანიას შორის დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა, ამის შესახებ საჯაროდ ცნობილი აპრილში გახდა.

„სამწუხაროდ,სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებულები ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა, რომ ვაიძულოთ „ტავ ურბან ჯორჯია" გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისაკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დაგეგმილი აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ქართული ავიაკომპანია უახლოეს დროში გეგმავს.

Georgian Airways–ის საპასუხოდ კომპანია TAV Urban–მა განცხადება გაავრცელა, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართულ ავიაგადამზიდს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.

“Georgian Airways-ი კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ავიაკომპანიის ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ TAV Georgia კომპანია Georgian Airways–ს ბილეთებზე ფასების დაწევის პროცესში უშლის ხელს, რაც რეალობას არ შეესაბამება“, – ნათქვამია თურქული კომპანიის Facebook–გვერდზე.

ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების ტოპ-ხუთეული.

TAV Urban Georgia–ს ასევე მოჰყავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO–ს 2017 წლის კვლევის მონაცემები, რომლის თანახმად, ბილეთის საერთო ღირებულების მხოლოდ 25% შეადგენს აეროპორტთან დაკავშირებულ ხარჯებს, დანარჩენი 75% კი თავად ავიაკომპანიის ხარჯებია.

„მოსკოვისა და კიევის მიმართულებით Georgian Airways–ის ბილეთების ფასი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე Aeroflot–ის, Pobeda–ს და Ukraine International Airways–ს. აღსანიშნავია, რომ დასახელებული უცხოური ავოაკომპანიები არ სარგებლობენ ანალოგიური სპეციალური ფასდაკლებებით, უფრო მეტიც, განსხვავებით ქართული ავიაკომპანიისგან, TAV Georgia მათ საჰაერო მომსახურებას უზრუნველყოფს“, – დასძინეს კომპანიაში.

თბილისში ორშაბათიდან არ მუშაობს მეტრო. მემანქანეებმა და მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომლებმა სამსახურში გასვლაზე უარი განაცხადეს მანამდე, ვიდრე მათ ხელფასებს არ მოუმატებენ. მეტროს გაჩერებამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.

ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის მიმართულებით, გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს – ავსტრიაში. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.

2004 წელს ავიაკომპანიას Georgian Airways — „საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები