პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი - რუსეთს საერთაშორისო არენაზე ე.წ. აღიარების პოლიტიკა ჩაუვარდა

06.06.18 18:00


საგარეო საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ძალიან ეფექტურად მუშაობს არაღიარების პოლიტიკაზე - 10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან და რუსეთს ჩაუვარდა ე.წ. აღიარების პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, 10 წლის შემდეგ მათი „მონაპოვარი“ შეიძლება ითქვას, რომ არის ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ.დამოუკიდებლობის აღიარება.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ მოიცავს რაიმე საფრთხეს, ან დომინოს ეფექტის რისკს შემდგომი აღიარებების, რამდენადაც საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან კარგად ესმის, რომ აქ ადგილი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერ დარღვევას, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზურ და რუსულ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, სირიის შემდეგ, შესაძლოა, იორდანიამაც აღიაროს აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“.

სირიამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ „დამოუკიდებლობა“ 29 მაისს აღიარა.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები