საზოგადოება

დუბლინში ქართული ეროვნული სამოსის ფოტოგამოფენა მიმდინარეობს

06.06.18 18:15


ირლანდიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ქართული ეროვნული სამოსის ფოტოგამოფენა ტარდება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცული XII — XIX საუკუნეების ქართული ეროვნული სამოსის ნიმუშები.

„ფოტოგამოფენა 30 მაისს, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღების ფარგლებში გაიხსნა და დუბლინის ციხესიმაგრის საგამოფენო სივრცეში 2018 წლის 31 აგვისტომდე დარჩება",- ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ქვეყნების ლიდერებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს>>>
ფოტოგამოფენა ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის — ხელოვნების სასახლის ორგანიზებით მიმდინარეობს.

საქართველომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო დღესასწაული — ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი 26 მაისს აღნიშნა.

26 მაისს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები ქართული დროშის ფერებში გაანათეს. მსოფლიოს დაახლოებით 30 ქვეყანაში, საქართველოსთან მეგობრობის ნიშნად, მემორიალური დაფები დაამონტაჟეს, უმაღლეს სასწავლებლებში მოაწყეს საქართველოს კუთხეები, ხოლო ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს ქუჩა გაიხსნა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები