პოლიტიკა

არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა

06.06.18 18:45


არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში განაცხადა. ასევე, ცნობილია, რომ უკვე ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ სწორედ არჩილ ტატუნაშვილის წამებისთვის შევა.

„ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და უკვე გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია. ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ ოჯახის წევრებთან“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.




წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები